biotidy
ბიოკატენა (ბიოლოგიური ფუნგიციდი)

ბიოკატენა (ბიოლოგიური ფუნგიციდი)


5

აირჩიეთ :

გაზიარება:

ტრიქოდერმას ჯგუფის სოკოები გამოიყენება როგორც შეიძლება ნიადაგში შეტანით, აგრეთვე ფოთლოვანი შესხურებით მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებად. ამ ჯგუფის სოკოები გარდა მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლისა, ეხმარებიან მცენარეს ზრდა-განვითარებაში, საკვები ნივთიერებების ეფექტურად შეთვისებაში, ზრდიან მცენარის გამძლეობას დაავადებების მიმართ და ღებულობენ მონაწილეობას აგროქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგის გაჯანსაღებაში.

დანიშნულება: ფუნგიციდური მოქმედების ნიადაგის და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალება.
შემადგენლობა: TRICHODERMA KONINGII B-7 MDI (+ Trichoderma harzianum +Trichoderma viride), ტიტრი 5x 10^9 სპორა/მლ. (ტრიქოდერმას ჯგუფის სოკოები)

დანიშნულება:  ფესვის სიდამპლეები, ნაყოფის სიდამპლეები, ქეცი, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, ფიტო ფტოროზი, მაკროსპოროზი, რიზოქტოროზი, ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, პითიოზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი, შავფეხა და სხვ.

კულტურები: თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და ბაღჩეული, კენკროვნები, მარცლოვნები, მწვანილები, ტექნიკური კულტურები, დეკორატიული მცენარეები, ყვავილები და სხვ.

დოზირება: 
ხეხილი: 8-10 ლიტრი 1 ჰა ფართობზე. 
მარცვლოვნები: 5-6 ლიტრი 1 ჰა ფართობზე.
კენკროვნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, დეკორატიული მცენარერები, ყვავილები: ღია გრუნტი: 6-8 ლიტრი 1 ჰა ფართობზე. სათბურები: 2 ლიტრი ყოველ 1000 მ2 ფართობზე.

მწვანილი და სხვ.: ღია გრუნტი: 5-6 ლიტრი 1 ჰა. სათბურები:  1- 1,5 ლიტრი ყოველ 1000 მ2 ფართობზე
საჩითილები: ჩითილები მორწყეთ 4%-იანი სამუშაო ნაზავით (თუ იყენებთ მიკორიზას მაშინ დაიცავით 5-7 დღიანი ინტერვალი). გადარგვისას თითოეულ ძირს დაუსხით 50-100 მლ. 2%-იანი სამუშაო ნაზავი.

ნერგები: დარგვის წინ ფესვი დაალბეთ 2%-იან სამუშაო ხსნარში, ხოლო დარგვისას თითოეულ ძირს დაუსხით 3ლ. 2%იანი სამუშაო ნაზავი.

ნიადაგის გაჯანსაღება: მოასხურეთ ფოთოლცვენის შემდეგ - 1 ჰექტარზე 10 ლიტრი.

შეინახეთ მზის სხივებისგან დაცულ ადგილას +4…+10oC ტემპერატურაზე.
შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში ვარგისია დამზადებიდან 9 თვის განმავლობაში

2%-იანი სამუშაო ნაზავი: პროპორცია - 1 ლიტრი პრეპარატი - 50 ლიტრი წყალი.
4%-იანი სამუშაო ნაზავი: პროპორცია - 1 ლიტრი პრეპარატი გახსენით 25 ლიტრი წყალი.

სერტიფიცირებულია

 

ბრენდი
ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი
ფასი
5
ქვეყანა
საქართველო
ნანახია
1024

მსგავსი პროდუქტები